რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) ფაროსანა არის პრობლემა, რომელიც გლობალურ პრობლემად ყალიბდება და ყველა ქვეყანაში კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, - ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

დავითაშვილის თქმით, ამ კუთხით ორი ეპიცენტრი არსებობს - საქართველო და ჩრდილოეთ იტალია. დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოში მავნებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გაცილებით მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო დონორების დახმარებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამდეც მიიტანოს ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მავნებელი მწერის გამრავლების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მავნებელის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა.

"ყველა ღონისძიება იყო ადეკვატური. ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია ებრძვის, ჩვენ კი გვქონდა ფაროსანასთან ბრძოლის 1 წლიანი გამოცდილება. ამ გამოცდილებამ მოგვცა ძალიან მდიდარი ბაზა, რომ მომავალში უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ. სახელწმიფოს გააჩნია სერიოზული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რაც წლის განმავლობაში დაგვიგროვდა",- განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×