რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) 29 ოქტომბერს რეჟისორ ზაზა ხალვაშის ქართული ფილმის „ნამე" პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

ფილმი წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობს.

„ნამე" საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოებია.

ნამე - ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ზებუნებრივი ძალებითაა დაჯილდოებული და სოფელში, ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს.

ფილმში მთავარ როლს მარიკა დიასამიძე ასრულებს. კინოსურათში ასევე ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება.

ტოკიოს 30-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იაპონიაში 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ 15 ფილმს, 5 კინოპროფესიონალისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელიც ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის, სამსახიობო შესრულებისთვის და სცენარისთვის გადასცემს გამარჯვებულებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×