რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) "წინასაარჩევნო გარემო კარგია და ამის გამო მოხარულები ვართ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე რეალური შეშფოთების მიზეზი გვქონდეს," - ასეთი შეფასება მისცა წინასაარჩევნო გარემოს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

იან კელის თქმით, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთან - ეუთო-სთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა კელიმ.

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობისკენ მოუწოდა.

"მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×