რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) 21 ოქტომბერს ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც მთავრობის წევრები კატალონიის ავტონომიის გაუქმების თაობაზე იმსჯელებენ.

კატალონიის ავტონომიური მთავრობის მიერ ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების მუქარის საპასუხოდ ესპანეთის ხელისუფლება 155-ე მუხლს აამოქმედებს. კანონი ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.

„ესპანეთის მთავრობა განიხილავს 155-ე მუხლის ამოქმედებას იმ მიზნით, რომ კატალონიის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა, რაც ესპანეთის კონსტიტუციას და სუვერენიტეტს ლახავს, შეაჩეროს", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამის საპასუხოდ, კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ თუკი ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის ამ მუხლს აამოქმედებს, კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა.

მომდევნო დღეს კი, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.

კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×