რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები შეისწავლიან. ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა თეა ელიზარაშვილმა განაცხადა.

ელიზბარაშვილის თქმით, სკოლაში მას შემდეგ მივიდა, რაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა.

"მოვედით, რომ სიტუაციაში გავერკვიოთ. გავესაუბრებით სკოლის ხელმძღვანელობას, ბავშვებს და ამის შემდეგ ვნახავთ ბავშვებზე ძალადობას ადგილი ხომ არ ჰქონია. ჩვენ განათლების სამინისტროსთან და მანდატურებთან ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა ელიზარაშვილმა.

სკოლის დირექტორის, მარიამ თავართქილაძის განცხადებით, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას წინააღმდეგ საჩივარია დაწერილი, რომელსაც დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიდა განცხადება, რომელიც დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. დისციპლინარული კომიტეტი დასკვნას დადებს. თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია, სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და რეაგირება იქნება. რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია. სკოლა იზრუნებს, რომ მოხდეს რეაგირება", - აცხადებს თავართქილაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი მშობელი ნათია მახარაშვილი ქიმიის მასწავლებელს, დოდო კეზუას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

საპირისპიროს ამტკიცებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დილიდან კეზუას მხარდამჭერ აქციას დილიდან მართავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×