(რეზონანსი) „როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზეს, ვთვქი უარი, რადგან ამას ვერ შევძლებდი. მეც ხომ მაქვს თვითშეფასების უფლება" , - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა „ტვ პირველზე", გადაცემა „პირველების" ეთერში ისაუბრა. კახი კალაძემ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან ასევე ბიძინა ივანიშვილთან პერსონალურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„5 წლის განმავლობაში,როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ადამიანები მხოლოდ პარტიული მიმართულებით არ ამყავდა სამსახურში, კვალიფიციურ პროფესიონალეზბე ვაკეთებდი აქცენტს. ივანიშვილთან მაქვს პერსონალური ურთიერთობები, ოჯახებითაც. ბერა ჩემი შვილის ნათლიაა" , - განაცხადა კახილ კალაძემ.
როგორც მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, „გაზპრომთან" დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები აღარ აქვს. ეს ხელშეკრულება მომავალი წლის ბოლოს სრულდება და ახალი მინისტრი ახალ შეთანხმებას დადებს.
„ყველა მიმართულებით განვიხილეთ პრობლემები და დღესაც ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ" , - განაცხადა კახი კალაძემ.