(რეზონანსი) „ივანიშვილის არჩარევა უკეთესია ამ არჩევნებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. არ შეიძლება იმ ლოგიკით ვიფიქროთ,რომ ერთი ჯოკერია სადღაც,რომელიც ყველაფერს წყვეტს" , - ამის შესახებ მედიის ექსპერტმა, „ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „ტვ პირველზე", გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.
„ალბათ არც ივანიშვილს მოსწონს ამ როლის თამაში. ის კარგად ხედავს,რომ ქვეყანას თუ სჭირდება განვითარება, პატრონები არ სჭირდება, ინსტიტუტები უნდა განვითარდეს. არ გვჭირდება სისტემების არჩევა და ვფიქრობდეთ,რომ ერთი კაცი დგას ყველაფრის უკან, ესეიგი მომავალზე ვამბობთ უარს. დადგა ის დრო,რომ პოლიტიკოსებმა,რომლებიც მისი შექმნილი პარტიით გამოდიან არჩევნებში, დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯები" , - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
„ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორის განცხადებით, მერობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმა კი არა, მერობის კანდიდატმა უნდა აიღოს. ადამიანებზე, პარტიებზე ორიენტირებული მმართველობა კი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი იქნება.