რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ სპეციალურად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხელმოწერის მიუხედავად, როგორ ცნობილია, პრეზიდენტი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მთელ რიგ დებულებებს არ იზიარებს. მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დასძლია.

13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და კენჭისყრის შედეგად, პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×