რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) მორიგ ასწლოვან ხეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სამეგრელოდან, სოფელ ინგირიდან გადარგავენ. ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი მუხის გარშემო ფუნდამენტი უკვე ამოღებულია და გიგანტურ მცენარეს უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ.

ინგირიდან შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკამდე დაახლოებით 90 კილომეტრის საავტომობილო გზაა. ჯერჯერობით უცნობია ხეს ხმელეთით წაიღებენ თუ საზღვაო ბარჟით. „კურიერის" ინფორმაციით, გიგანტურ ხეებს ყოფილი პრემიერის ეზოში გადასარგავად სამეგრელოს კიდევ რამდენიმე სოფელში ამზადებენ.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებენ.

„კანონის დაცვით ვმოქმედებთ, გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც ჩვენ მითითებული გვაქვს, გადაგვაქვს ურეკში. შეთანხმებულია კერძო პირთან, ხელშეკრულებაც დადებული გვაქვს," - განაცხადა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა.

ექსპრემიერმა ივანიშვილმა ხეების გადატანა წინა წლის მარტში დაიწყო. პირველი ხე, რომელმაც შავ ზღვაში „გაცურა", ასწლოვანი ტიტა იყო. ივანიშვილის დაკვეთით, ხეების გადასატანად ციხისძირში დროებითი ნავმისადგომიც ააგეს. მილიარდერი ხეებს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში რგავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×