რეზონანსი
20.10.2017

 (რეზონანსი) ცნობილი რუსი მსახიობი ვლადიმერ ეტუში, აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ 28 მილიონი რუბლით გაძარცვა. სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გახსნა.

დერაუ ბარგანჯია, აფხაზეთის ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე, მსახიობის პარტნიორი და ოჯახის სანდო პირი იყო.

2013 წლის დეკემბერს ბარგანჯიას შეთავაზებით მსახიობმა საკუთარი დანაზოგი შვეიცარიის ბანკში განათავსა, თანხა 530 ათას ამერიკულ დოლარსა და 235 ათას ევროს შეადგენდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ცნობილმა მსახიობმა თანხის უკან დაბრუნება მოისურვა, თუმცა ბარგანჯიასაგან უარი მიიღო, რის შემდეგაც სამართალდამცავებს მიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×