გვანცა ღვედაშვილი
20.10.2017

 "დაძაბულობა შესაძლოა, დაფიქსირებული იყოს თბილისის რამდენიმე უბანზე, ასევე სამეგროლოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში", - ამ პროგნოზს, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ინტრევიუში აკეთებს.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის მაღალი აქტივობის დაფიქსირება საეჭვოა, რადგან, როგორც წესი, საზოგადოება ამ არჩევნებისადმი ნაკლები ინტერესით გამოირჩევა. 

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით კანდიდატების წინსაარჩევნო კამპანიას, რამდენად აქტიურად მიმდინარეობდა პროცესები? 

ნიკა ჩიტაძე: ვფიქრობ, არც რადიკალურ აქტივობას არ აქვს ადგილი და არც პასიურობას, ეს ყველაფერი უკვე ხვალ გამოჩნდება. იმის მიხედვით, თუ რა აქტივობა იქნება დაფიქსირებული ამომრჩევლების მხრიდან და რამდენ პროცენტს ექნება არჩევნებში ხმა მიცემული.

"რ": ამომრჩევლის მაღალ აქტივობას ელოდებით?  

ნ.ჩ.: 2014 წელის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა მიიღო. თუ არ ვცდები დაახლოებით 41% იყო დაფიქსირებული. ახლაც არ ველოდები დიდი აქტივობას. მგონია, რომ დახლოები იგვე რაოდენობა იქნება წელსაც და მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი გამოცხადდება არჩევნებზე.

2016 წლის საპარლამეტო არჩევნების დროს ვიცით, რომ საქართველოს მოსახლების ნახევარმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცედურაში, განსხვავებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან. შესაბამისად, მუნიციპალურ არჩევნებში ვფიქრობ მაქსიმუმ მოსახლეობის ნახევარი გამოცხადდეს. 

"რ": როგორ ფიქრობთ, არჩევნების დღეს დაპირისპირებები თუ იქნება და სად ვიხილავთ ყველაზე დაძაბულ ვითარებას?

ნ.ჩ.: ჩემი აზრით, დაძაბულობა შესაძლოა დაფიქსირებული იყოს თბილისის რამდენიმე უბანზე, ასევე სამეგროლოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ძირითადად სწორედ აქ ვფიქრობ, რომ დაპირისპირებები იქნება. 

რა თქმა უნდა ბოლომდე ამის პროგნოზი რთულია თუმცა, ვფიქრობ რომ თბილისსა და სამეგროლოში დაძაბულობა ნამდვილად მოსალოდნელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×