რეზონანსი
20.10.2017

 (რეზონანსი)ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში კონცერტებს გამართავს. გარდა ამისა, ის მუსიკალურ ექსპედიციასაც დათანხმდა და ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით საქართველოს ოთხ რეგიონში ჩავა.

მუსიკოსი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს კონცერტებს. ბიორკი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარსდგება და ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევრს Vulnicura-ს წარუდგენს.ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება ახალი სიმღერებიც.

SOU ფესტივალის დამფუძნებლის, სანდრო ლომინაშვილის,ინფორმაციით, ბიორკი მუსიკალურ ექსპედიციაშიც მიიღებს მონაწილეობას,ის გაეცნობა ქართული მუსიკის ოთხ სხვადასხვა ფორმას და იმოგზაურებს ქვეყნის ოთხ რეგიონში: სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში.

ნიკოლოზ რაჭველი ბიორკს ისტორიულ ფიგურად მიიჩნევს,ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკილაური ჟანრი,მისი მხრიდან კი მსგავსი დაინტერესება ნამდვილად საინტერესოა და აღსანიშნავია.

შეგახსენებთ,ბიორკის კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში 21:00 საათზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×