რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×