რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების 26-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა.

"ევროპული საქართველოს" დამკვირვებელი მედიკო გოგოლაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, გოგოლაძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისივე განმარტებით, უბნის გარეთ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აგიტაციას ეწევიან და მოსახლეობას აიძულებენ, მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ.

"უბნებთან დგანან და ხალხს ეუბნებიან 41-ნომერი შემოხაზეთო. გვავიწროებენ, გვაგინებენ და უბნის დატოვებით გვემუქრებიან,"- განაცხადა გოგოლაძემ.

ადგილზე მოვიდა „ევროპული საქართველოს" ახალციხის მერობის კანდიდატი, ვაჟა ჩიტაშვილი მივიდა, რომელმაც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ზეწოლისა და აგიტაციის ფაქტს უარყოფენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×