რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი არჩევანი საბურთალოს მე-3 ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ქალაქის გადარჩენას, ვინაიდან ქალაქი არის მძიმე დღეში. ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა, კორუფციის ჭაობშია და აუცილებელია ცვლილება. ამ ქალაქს ცვლილება სუფთა ჰაერივით სჭირდება", - ამბობს ელისაშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×