რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში, 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 567 699 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა 16.5%-ს შეადგენს.

ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.93%-მა მიიღო.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია და 12:00 საათის მონაცემებით 13.9 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებელი 14.8%-ს შეადგენს.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების აქტივობა 12:00 საათისთვის, 16.6% -ს შეადგენდა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×