რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე "პრეს-მედიის" წარმომადგენლის მიმართ გაძევების ოქმი შედგა.

"ოქმის შედგენის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული პირი უხეშად ერეოდა, თან არაერთხელ, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის ინფორმაციით, კიდევ ერთი დარღვევა მარტვილის 34-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სადაც მარკირების შესამოწმებელი ფარანი არ აღმოჩნდა. როგორც მიქელაძემ განაცხადა, ის უბანს დაუყონებლივ მიეწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×