რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზოციური პარტიაბი იძლევიან დავალებებს, რაც შეიძლება მეტი საჩივარო დაიწეროს.

„მე მინდა ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილო. პირველი, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე რაიმე ტიპის ზეგავლენა მოახდინონ," - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა საჯაროდ, ამომჩეველთა აქტივობის აღრიცხვა ეს არის ნებისმიერი პარტიის საორგანიზაციო საქმე და კანონით ნებისმიერ პირს შეუძლია აწარმოოს მონიტორინგი. აქ არანაირი დაღვევა არ არის. ჩვენი მონაცემით გვაქვს დიდი მხარდაჭერა და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ არსად არ დავუშვათ გაყალბება", - დასძინა თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამომრჩევლებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×