რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. შემთხვევა ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან მოხდა.

ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×