(რეზონანსი) „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კააძის განცხადებით, გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძემ განაცხადა, ქვეყანაში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
"სასიამოვნო გარემოა, ამინდიც ხელს გვიწყობს, საოცარი ამინდია. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს მხარდამჭერებს ვთხოვო, გააქტიურდით, მობრძანდით, თქვენი საზოგადოებრივი ვალი დააფიქსირეთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას დავიწყებთ. გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა. რაც მთავარია, თბილისი გაიმარჯვებს", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში თვითმმართელობის არჩევნები მიმდინარეობს.