(რეზონანსი) ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 29, 84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით სულ 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა 46% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
დედაქალაქში კი 15:00 საათის მონაცემებით ხმა მომრჩეველთა 27.7% უკვე მისცა.
შედარებისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 28.9%-ს შეადგენდა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.