(რეზონანსი) ფოთის 34-ე საარჩევნო უბნიდან კომისის თავმჯდომარემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გააძევა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.
„დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფარანი არ იყო მწყობრში, ვთქვი ამის შესახებ. შეცვალეს ელემენტები, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალა ფარანი, თუმცა ყურად არ იღო. მას შემდეგ რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, დამატოვებინა უბანი. საჩივარი დავწერე, მაგრამ არ მიიღეს", - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თეა ქაჯაიამ.
თავმჯდომარის ზაირა ომანაძის თქმით, ქაჯაია დილიდანვე არასწორად ერთვებოდა კომისიის მუშაობაში, რის გამოც მას შენიშნვა არაერთხელ მისცა.
მისივე განცხადებით, მარკირების ფარანი გამართულად მუშაობს.
„რამდენიმეჯერ შენიშვნა მივეცი და ვუთხარი, თუ რაიმე არ მოგწონს თავმჯდომარე ვარ, ჩამაყენე საქმის კურსში და მე გავრკვევ, ხელს ნუ შეუშლი საარჩევნო პოროცედურებს-მეთქი. ბოლოს ზედმეტი მოუვიდა და გავაძევე უბნიდან", - განაცხადა ომანიძემ.