რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 36.71 % -ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი უკვე 1 262 809 ადამიანმა დააფიქსირა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 34.64%-ს შეადგენდა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×