რეზონანსი
21.10.2017

 (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგი გამართა და დარღვევებზე ისაუბრა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ფიქსირდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირებას არ ახდენდა.

"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლის მოწმენი გახლდით. "ქართული ოცნების" და მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის აღრიცხვას ახდენდნენ. ბუნებრივია, ამ გზით ცდილობდნენ მათზე ზეწოლას და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ფაქტია, რომ ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე, რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლით ზეწოლის განხორციელებას და არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

საქართელოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×