თიკო ოსმანოვა
22.10.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გულის შეტევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. 

როგორც "რეზონანსს" ბურჯანაძის პარტიაში განუცხადეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 

"კარგად არის. ინერვიულა ძალიან. ამას არჩევნებიც გადაღლილობაც დაემატა და ამის გამო აეწია წნევა. 24 საათის განმავლობაში მუშაობდა", - განუცხადეს "რეზონანს" პარტიაში. 

თავად დიმიტრი ლორთქიფანიძეს ტელეფონი გამორთული აქვს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×