რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი)ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში 737 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა. დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.06%-ით „ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.46%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.13%-ით და „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით.დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×