(რეზონანსი)მერის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ერთში - ქუთაისშია მოსალოდნელი. ცესკო-ს ინფორმაციით, ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია 120 უბანი და წინასწარი შედეგების მიხედვით, თანახმად, „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.56% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 27.05%.„ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ 8.95% მიიღო, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა გოგი წულაიამ - 7.65%.
რაც შეეხება ბათუმს, დათვლილია ყველა - 103 უბანი. წინასწარი შედეგების თანახმად „ევროპული საქართველოს" კანდიდატმა პეტრე ზამბახიძემ 6.43 % მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ლევან ანთაძემ 24.19%, ხოლო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლაშა კომახიძემ 55.67 %.
ფოთში სულ 32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით. წინასწარი შედეგების თანახმად „ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მაკა ჯინჯოლიამ 13%, ხოლო „ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ - 54.92%.
რუსთავში წინასწარი შედეგების თანახმად, „ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა 13.09% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზურაბ მაისურაძემ 19.81%, ხოლო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ 53.05%.