რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. განცხადება ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ის კალაძეს უსურვებს, რომ იყოს დედაქალაქის წარმატებული მერი.თუმცა, დამოუკიდებელი კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს უთანასწორო ბრძოლაზე და დარღვევებზე საუბრობს.

„ბრძოლა იყო უთანასწორო, ერთი მხრივ იყო ლეგალური თუ არალეგალური ათეულობით მილიონები, სახელისუფლებო მედიის დიდი მხარდაჭერა და ანტიპიარი ჩემ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში, ასევე უშიშროების აქტიური მხარდაჭერა. გუშინ ვნახე გულისამრევი ფაქტებიც,როდესაც სახელისუფლებო პარტია ერეკებოდა ამომრჩეველს უბნებში. ამის მიუხედავად „ქართული ოცნების" კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ 1 %-ით. მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა მომხრეებს, შტაბის წევრებს და მოხალისე დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ უკეთესი თბილისისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებს.

ცესკოს მონაცემებით, ალეკო ელისაშვილს თბილისში ამომრჩევლის 17.46 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა. დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.06%-ით „ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×