რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) მარნეულის N22 საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის ყველა ბიულეტენი დათვლილია. ხმების 70% „ქართული ოცნების" კანდიდატმა თემურ აბაზოვმა მიიღო. მეორე ადგილზე კი „ევროპული საქართველოს" კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი გავიდა. მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ არც ერთი უბნის შედეგები არ გაბათილდება. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საჩივრების რაოდენობა 32 შეადგენს და კომისია მათ განხილვას ხვალიდან დაიწყებს.

„ „ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო ხმების 70%, შესაბამისად მეორე ტური გამორიცხულია მარნეულის რაიონში" , - განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×