რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ქალაქი, სადაც სავარაუდოდ თვითმმართველობის მეორე ტური ჩატარდება, ბორჯომია. ერთმანეთს „ქართული ოცნების" და „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ორივე პარტიის წარმომადგენელმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მოიპოვა.

ახალციხეში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელია, მესამეზე „ნაციონალური მოძრაობა". რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე პარტია ახალციხის საკრებულოში თავიანთ წევრებს შეიყვანს. საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ,რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სულ დაფიქსირებულია 4 საჩივარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, არჩევნებში აქტივობა 45.65% იყო და ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა.

წინასწარი მონაცემებით, 6 მუნიციპალიტეტში არჩევანი მეორედ უნდა გააკეთონ. ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მარტვილში, ამ დროის მონაცემებით მეორე ტურები გაიმართება.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×