რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) სტუდენტებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ძვირადღირებული ქალაქები დასახელდა. უძრავი ქონების კომპანია „Savills"-ი სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ აშშ-ში საცხოვრებლის და სწავლის მხრივ ყველაზე მაღალი ფასები ბოსტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოშია.ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტაქტი" ავრცელებს.

„Savills"-ის მონაცემებით, ამ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტებისთვის ცხოვრების ღირებულება თვეში საშუალოდ $ 5 500-ია, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე მაგალითად სიდნეიში ($4700), რომელიც რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა და მიმდინარე წელს ლონდონს ($4 600) უსწრებდა.

სტუდენტური ცხოვრებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ადგილები ევროპაშია. მაგალითად: ვარშავა, ბერლინი, ვენა და პრაღა. ამ ქალაქებში სწავლის ფასი მინიმალურია.

კვლევის მიხედვით, სტუდენტები ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან უპირატესობას გრძელვადიან იჯარებს ანიჭებენ (90% და 87% შესაბამისად) სასწავლო წლის განმავლობაში, რამაც შესაძლოა ცხოვრების ხარჯები გაზარდოს. ამერიკის და აზიის წყნარი ოკეანის რეგიონის სტუდენტები ავსტრალიის ჩათვლით, უფრო მოკლევადიანი შეთავაზებებისკენ იხრებიან. ახლო აღმოსავლეთს სტუდენტები უფრო ხშირად მთელ ბინას ან სტუდიოს ტიპის საცხოვრებელს ქირაობენ და როგორც წესი, მათი ბიუჯეტიც საშუალოზე მაღალია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×