რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) „მემგონი ხელისუფლების არასაყვარელმა არხმა შეცვალა სტილი. „რუსთავი 2"-ის რეიტინგები ახლოს იყო ობიექტურობასთან. შესაძლოა „რუსთავი 2"-მა გადაწყვიტა იცავდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, ოღონდ რეალობის დამახინჯების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისასალმებელი იქნება" , - თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ტვ პირველის" საარჩევნო ეთერში ისაუბრა.

„ოპოზიცია დეკლარირებას აკეთებს,რომ გაყალბდა არჩევნები და იყო დარღვევები, სამოქალაქო სექტორი აღნიშნავს,რომ კატასტროფული დარღვევები არ ყოფილა, ცესკოს საჩივრებიც მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათისაა. ამიტომ მთლიანი სურათის გაყალბებაში ოპოზიციას დამაჯერებლობა აკლია. მოსახლეობა მათ არ დაუჯერებს, სიმშვიდის განცდა აქვთ. თუ მათ არ დაიჯერეს, დარღვევებით აღშფოთებულ ოპოზიციას არავინ აყვება" , - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×