რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) იტალიის ორ რეგიონში რეფერენდუმი მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 11:00 საათზე დაიხურება. ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონები ცენტრალური მთავრობისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ.

ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონების, 11 მილიონამდე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა გაზრდილი ავტონომიური უფლებები. რომში ცენტრალურ მთავრობაში რეფერენდუმს არ მიესალმებიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ის იტალიის კონსტიტუციით ნებადართულია.

რეფერენდუმის ჩატარების მთავარი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია, რადგან ორივე რეგიონი იტალიაში ყველაზე მდიდარია და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ფინანსების უკეთ გაკონტროლებას თავად შეძლებენ.

ლომბარდია იტალიის კომერციული ცენტრია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთედ ნაწილს წარმოადგენს, ვენეტო კი დაახლოებით 10%-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×