რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) „კოორდინატორები არის ასეთი კასტა,რომელიც პროფესიად იქცა ამ ქვეყანაში, მახინჯმა საარჩევნო სისტემამ შვა ამ ადამიანების ჯგუფი და არჩევნებიდან არჩევნებამდე მუშაობენ. ჩემი აზრით კომისიის წევრები მათ უნდა ყრიდნენ უბნიდან, მაგრამ არც ისინი არიან ობიექტურები" , - 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი ფული იყო და „ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიგო

„რა თქმა უნდა ოპოზიცია ეცდება,რომ ტემპერატურა აწიოს. მათთვის მნიშვნელოვანია,რომ ომის ყიჟინა დასცენ. ვერავინ დააბრალებს „რუსთავი 2"-ს,რომ ეგზიტპოლის შედეგები მიკერძოებულად გააშუქა, კალაძეს ხომ არ მოუმატებდნენ პროცენტებს. მეორე ტური რომც იყოს, სახელისუფლებო კანდიდატი ყველა ვარიანტში მოიგებს. ფულს აქვს ძალიან დიდი ფაქტორი ყველგან დედამიწაზე და მათ შორის საქართველოში" , - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×