რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 10 ქალი იქნება. ამის შესახებ „ლიბერალი" წერს. „ქართული ოცნებიდან" 3 ქალი (მარიკა დარჩია, თინათინ ნიბლოშვილი და ანა ლაშხი) პროპორციული სიით არის არჩეული, ხოლო 6 (ნინო ლაცაბიძე, ქეთევან მამულაშვილი, რიმა ბერიძე, თამარ ტალიაშილი, ქეთევან ჯოხაძე) - მაჟორიტარული წესით. „ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრად ერთი ქალი ლილე ლიპარტელიანი აირჩიეს. „ევროპულ საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსიდან" გამსვლელ სიაში არც ერთი ქალი არ აღმოჩნდა.

თბილისის საკრებულო სულ 50 წევრისგან შედგება. 25 პროპორციული პრინციპით აირჩევა. 25 კი მაჟორიტარულით.ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება" ლიდერობს. თბილისის საკრებულოში მმართველ პარტიას სავარაუდოდ, 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×