რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიის ქალაქ სენ-გალენში 17 წლის მოზარდი გამვლელებს ნაჯახით თავს დაესხა. რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მამაკაცი ჯერ სკვერში მყოფებს თავს დაესხა და რამდენიმე მათგანი დაჭრა, რის შემდეგაც გატაცებული მანქანით ადგილიდან მიიმალა.

მოგვიანებით კი ავტოგასამართ სადგურთან მდებარე მაღაზიასაც თავს დაესხა, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიჭრა.

თავდამსხმელი დაკავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×