რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, დედაქალაქის ახლად არჩეული მერის, კახი კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის და მაია ბითაძის წაყვანას გეგმავს.

კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ხმალაძე მისი მოადგილე იყო. ბითაძე კი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, დედაქალაქის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება, თუმცა მანამდე საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს დაასახელებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×