რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) უცხოური მედია საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და თბილისში კახა კალაძის გამარჯვებას ეხმაურება.

„კახა კალაძე თბილისის ახალი მერია", -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა „La Repubblica".

„მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა - კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის ითამაშა. ის უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია", - წერს იტალიური გამოცემა.

გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს.

„მილანის" ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს", -წერს ფრანგული გამოცემა „Liberation".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×