რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) 16 ოქტომბრის სტიქიამ იმერეთს რვა მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ამ დრომდე გრძელდებოდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

იმერეთის მასშტაბით ყველაზე მეტად ვანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. დაზიანდა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

გუბერნიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ, ამიტომ, ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ, რათა მოსახლეობის დახმარება და დაზიანებული გზების აღდგენა ერთობლივი ძალებით მოხდეს.

16 ოქტომბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×