რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს, კახა კალაძის გუნდის წევრი იყოს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს. ბუნებრივია, ჩემი გადაწყვეტილებით სამინისტროდან იმიტომ წამოვედი, რომ მუშაობა მის გუნდში გამეგრძელებინა. მაქსიმალურად მაქვს სურვილი, რომ მას მხარში ამოვუდგე, რათა ის პროგრამა განახორციელოს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, ამის თაობაზე ზუსტი განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება", - განაცხადა ბითაძემ „პირველ არხთან" საუბრისას.

დედაქალაქის ახლად არჩეული მერი, ბითაძის გარდა, მოადგილის თანამდებობას სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძესაც შესთავაზებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, დედაქალაქის ახალი მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება, მანამდე კი, საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს დაასახელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×