რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუ ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები,კალაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმაზე, თუ ვინ რა პოზიციას დაიკავებს, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ძალიან მალე მიაწოდებს.

"კანდიდატებს რაც შეეხება, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები და ვინ რა პოზიციას დაიკავებს ამაზე დეტალურ ინფორმაციას ძალიან მალე მოგახსნებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და ძალიან ღია და გამჭირვალე იქნება ეს პროცესები. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები",- აღნიშნა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×