რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილმა აჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, „ეს არის თბილისის, თბილისელების, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება".

კვირიკაშვილის თქმით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×