(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „შავი ფული" ტრიალდება.
„დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ეს სამწუხარო რეალობაა. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიები დეკლარაციებში შემოსავლებსა და ხარჯებს არ ასახავენ. ჩვენ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები დეკლარაციებში სრულად ავსახეთ, თუმცა ოპოზიცია ამისგან თავს იკავებს, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს.
„ეს რუსულია, ფრანგული თუ იტალიური, „შავი ფული" ნამდვილად ტრიალებდა, რაც სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა, რითაც შესაბამისი უწყებები უნდა დაკავდნენ. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული პრობლემაა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ პასიური იყო. აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც არადეკლარირებული თანხების კონტროლი ვერ ხერხდებოდა. ესაა გამოწვევა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა კობახიძემ.