(რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტაციები საკმაოდ ბევრია, სადაც მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ ყალბდება არჩევნები.
„ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები, მან უკვე მესამედ ჩაყო ხელი ყუთებში და ჩვენი ხმები მოიპარა. მე ზუსტად ვიცოდი რა დავალება ჰქონდა გაცემული ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი - გავქრე პოლიტიკური არენიდან, ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერენ.
„ვერ ეღირსებით! მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პოლიტიკურ პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს. ბატონო ბიძინა, ამ ქურდობისთვის დღეს თუ არა ხვალ პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.