რეზონანსი
23.10.2017

 (რეზონანსი) ფოთის 70-ე საოლქო-სააჩევნო კომისიასთან, ამ წუთებში, ოთხი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ.

„საოლქო საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ველოდებით შედეგს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×