(რეზონანსი) მსხვილი ბრიტანული კომპანია „Schroders Investment Management"- ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და სივრცითი მოწყობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, პროექტების ჯამური მოცულობა 90%-ით გაიზრდება.
"Schroders Investment Management"- ის ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია.