რეზონანსი
24.10.2017

 (რეზონანსი) საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. ქვეყნის წამყვანი პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვა 48 საათს გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ბეჭდური, ყოველდღიური გამოცემების, ასევე პერიოდული ელექტრონული გამოცემების წარმომადგენლები.

ორდღიანი გაფიცვის განმავლობაში ტელე და რადიო მაუწყებლობებში საინფორმაციო გამოშვება არ გავა.

ჟურნალისტები დამატებითი სოციალური დაზღვევისა და დახმარების პროგრამის შენარჩუნებას მოითხოვენ.

ეს საბერძნეთში, ოქტომბერში, მედია წარმომადგნელების უკვე რიგით მესამე გაფიცვაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×