რეზონანსი
24.10.2017

 (რეზონანსი) მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ მსჯავრდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძეს ე.წ მატროსოვის ციხეში მოინახულებენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო.

„მამა რევაზი იმყოფებოდა გუშინ და აიღო საშვი. მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ შევლენ და მსჯავრდებულს მოინახულებენ", - განაცხადა მამა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×