რეზონანსი
24.10.2017

 (რეზონანსი) გენდერული თანასწორობის საბჭომ ოპოზიციონერი დეპუტატების სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის სარჩელები განიხილა და უმრავლესობის წევრები ვანო ზარდიაშვილი და გია ვოლსკი ეთიკის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

"პარლამენტის ყველა წევრმა ეთიკის სტანდარტები საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ. "ეთიკის კოდექსის" მიღება დროულად უნდა მოხდეს. კარგია, რომ დეპუტატებმა რეაგირებისთვის მოგვმართეს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო", - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, ხოლო ვანო ზარდიაშვილმა ხათუნა გოგორიშვილს უთხრა: "ქ-ნო ხათუნა, პირი დაკეტეთ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×