რეზონანსი
24.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე თიანეთში მერის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცა არჩევნებია.

"უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია საარჩევნო პროცესს უკავშირდებოდეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები.

„ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურად პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად იქნება განხილული", - ამბობს კოჟორიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×